მე, შენ და “პერო”-ხალხი
12.02.2012
ავტორი
მასპინძელი
უკან  |  ნანახია 5711-ჯერ  |  შეფასება

ალბათ რთულია იმ თემაზე ისაუბრო რომელიც იცი რომ საზოგადოების ნაწილს აღიზიანებს, როცა იცი რომ ეს ქმედებები იძულებითი და ტენდენციურია. ამ პოსტში მინდა ჩემი მსჯელობა ჩამოვაყალიბო ჩემთვის ერთობ გამაღიზიანებელ ფაქტზე. ეს არის ის საზოგადოება რომელიც ქმნის ერთგვარ სტერეოტიპებს და დეგრადირებას უქადდის ჩვენს ისედაც დეგრადირებულ ცნობიერებას.


მსჯელობას ახალგაზრდული გადმოსახედიდან დავიწყებ. ვფიქრობ ამ რაკურსიდან უფრო ბევრი რამ მაქვს სათქმელი. თანამედროვე თბილისში ძალიან ბევრი ადგილი არსებობს განტვირთვისთვის, თუმცა არსებობს ადგილები სადაც საზოგადოების ნაწილი დადის არა განტვირთვისთვის არამედ იმ აურისთვის რომელსაც ეს ატმოსფერო უქმნის მას. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ისინი ექცევიან გარკვეული სტატუსის ქვეშ. ყოველ შემთხვევაში მათ სურთ ასე. არსებობს ადგილები სადაც სჯერათ რომ თუ შევლენ და ნამცხვარს შეექცევიან, შეიძლება იქ შესვლა სულაც არ იყოს განპირობებული კონკრეტული ტკბილეულის დაგემოვნების სურვილით, თუმცა, ისინი გამოჩნდებიან უფრო ჭკვიანად ან მათზე სხვები იფიქრებენ ასე. საქმე მარტივად როდია, აქ ყველაფერი ილუზიებთანაა დაკავშირებული. ჩემი გადმოსახედიდან ხალხი ამა თუ იმ ადგილას მიდის არა სურვილით, არამედ იმ ამბიციით რომ გახდეს უფრო "მაგარი" სხვების თვალში.


რთული სათქმელია რა ხდება მათ ტვინში როცა ხორციელდება ერთგვარი თვითდარწმუნების პროცესი როცა ისინი აჩვენებენ თავს როგორც საზოგადოების მდიდარ ფენას, თუმცა ხომ ნათელია რომ ფინჯან ყავაში გადახდილი სიმწრის ფული მათ ამად უღირთ.


ფაქტია რომ საქმე გვაქვს რთულ მოვლენასთან, ახლაგაზრდობის ძალიან დიდი ნაწილი ზომბირებულია მსგავსი დეფექტებით. არსებობს გენდერული ანომალიები: გოგონები რომლებიც მიდიან მსგავს ადგილებში რომ "იჭორაონ", დალიონ ყავა და იყვნენ ყურადღების ცენტრში; მოწიონ სიგარეტი; სხვა მარკის სიგარეტის ღერები ჩადონ პრესტიჟული სიგარეტის კოლოფში და დადონ მაგიდაზე; მოწიონ სწრაფად და დაუღალავად ატრიალონ თავები, იჯდნენ საათობით სანამ არ მიხვდებიან რომ დროა სახლებში წასვლისა.
ბიჭების შემთხვევაში საქმე სხვაგვარად არის. ისინი სულ სხვა ატმოსფეროს ქმნიან, გადაპარსული მოკლე თმითა და დაძაბული თვალებით. ერთი შეხედვით ყველა მათგანი აფორიაქებულად მოგეჩვენებათ და გაგჩინდებათ სურვილი რომ ჰკითხოთ რამე ხომ არ უჭირთ. არა, ეს უბრალოდ მათი სტილია. ასე მოითხოვს ეს სიტუაცია. ვერ ვიტყვი, ალბათ ბიჭებს ჰგონიათ რომ ასე გაცილებით "კაი ტიპები" არიან და უფრო კარგად აწონებენ იქ შეკრებილ გოგონებს თავს.


შეიძლება ეს ყველაფერი კანონზომიერებას მივაწეროთ, თუ შეიძლება, რა თქმა
უნდა მსგავსი ფაქტის დაშვება. არსებობენ გაცილებით ნორმალური ახალგაზრდები რომლებიც ცდილობენ საზოგადოებაში რეალიზებას სხვადასხვა ეფექტური საშუალებებით და თავიანთ თავს ასე არ იქცევენ ჩარჩოში.

 

ძნელია ითქვას წარმოადგენს თუ არა პრობლემას მსგავსი ადამიანების არსებობა საზოგადოებაში. ჩემი გადმოსახედიდან თუ ასეთმა ადამიანებმა ასევე გააგრძელეს ცხოვრება და საზოგადოებასთან ინტეგრაცია, მაშინ ჩვენი ქვეყანა დაიღუპება. კომპლექსებში მოქცეული ახალგაზრდები საკუთარ ნაჭუჭში ჩაჭკნებიან. ვერ ვიტყვი რომ მხოლოდ ეს თაობაა ამაში დამნაშავე. უფროსი თაობაა ამ "მოდის" წამომწყები. მათ ეს "პერო" ძალიან ცუდად მოირგეს და შედეგიც სახეზეა: დეგრადირებული ახალგაზრდობა რომელიც განათლებას სოციალური საიტებით შემოფარგლავს, ნუ წიგნის თემა ხომ ზედმეტია. მათი გადმოსახედიდან ნაკითხი ადამიანი მაგარი "სტრანნია" ხოდა კარგი ტიპი მათ გვერდით რომელიმე მსგავსი სტატუსის კაფეში ზის, ან რომელიმე სკოლელია, აი იმ სკოლელი ყველა რომ იქ სწავლობს და ყველა ერთმანეთის "ჩერეზ ბრატი" რომ არის. ძნელი არ არის თქვენს გვერდით შენიშნოთ მსგავის ტიპის ახალგაზრდა, მათი საუბრის მანერა ალბათ ყველასთვის ნაცნობია, სიტყვის ბოლოებში ბგერების გაწელვით და კითხვის დასმის გენიალური წყობით, აი მაგალითად:


- გცივა?
- აუ ძააან
- არაა?!


ალბათ ყველა მიხვდება ამ უკანასკნელ "არა?!"-ში რა მოიაზრება. ის მაინც მიხვდება ვინც ასე გამოხატავს შეცხადებას. ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია რომ ეს შეცხადება უნდა იყოს და ანაცვლებდეს სიტყვას - "მართლა?". მოკლედ მსგავსი მარაზმები ხომ ძალიან ბევრია და არც მინდა დრო ასეთ წვრილმანებს დავუთმო, თუმცა "არა?!"-ს ფენომენი რომ არ მეხსენებინა ისე ვერ მოვითმენდი.


იმედი მაქვს რომ ამ ტენდენციას განვითარება არ უწერია. მინდა რომ საზოგადოება და განსაკუთრებით ახალგაზრდობა მიხვდეს რომ წიგნის კითხვა ცუდი არ არის, რომ განათლებული ადამიანი რომელიც მათთვის სათვალიან ბიჭთან ასოცირდება ასე არაა, რომ შეიძლება განათლებულები და ნაკითხები ბევრად უკეთესად რეალიზდნენ საზოგადოებაში და რომ ბევრად პოპულარულები იყვნენ გოგონებში.
შევაჯამებ და ვიტყვი რომ ძალიან ცუდ დღეშია ახალგაზრდობა და მე, ვინაიდან ამ ახალგაზრდობას ვეკუთვნი და შენ, რომელიც ამ პოსტს კითხულობ მინდა დამეხმარო რომ მსგავსი ტენდენციის ადამიანებს ვუთხრათ რომ ეს ასე კარგი არ არის, და ბევრად ღირებული რაღაცეები არსებობს, და "პერო" კარგი რომ ყოფილიყო ყველა ასე ვიქნებოდით. ჩვენ ეს ყველაფერი თუ ცოდნით არ ვაჩვენეთ, როცა ისინი უკვე სინანულის ჟამს იქნებიან მიცემულები, ხოდა რომ ისინიც ქართველები არიან, ამიტომ, ვქმნათ სიკეთე და ჩვენი მოძმე ახალგაზრდობა გამოვიყვანოთ ამ ტალახიდან.


მოკლედ იმის თქმა მინდა რომ მომავალი თაობა ძალიან მაშინებს მსგავსი კომპლექსით. და ვინაიდან მოვინდომე და ვთქვი მე რაღაც უკმაყოფილება, მინდა რომ სხვამაც თქვას რომ ცუდია ეს ყველაფერი და აღარ არის მოდური "პეროს" მორგება. ბევრი ჯგუფელი მყოლია თანამოაზრე, ბევრისთვისაც პირში მითქვამს რომ ასეთი ხმის ტემბრით საუბარი აღარ არის მიმზიდველი და თუ ასე გაწელილი ბგერებით საუბრობ არ ნიშნავს რომ მაგარი გოგო ხარ. არა ახლა ჩემს თვალში ვინც ასე მეტყველებს ის მეტყველება დაქვეითებული უფროა. ბევრისთვის მიმიცია რჩევა რომ იქნებ რამე ორიგინალური გააკეთოს, გამოვიდეს ჩარჩოებიდან და ის გააკეთოს რაც მას ესიამოვნება და არ იყოს იმ გავლენის ქვეშ მოქცეული, თუ რას იტყვის ხალხი და რომ ეს " ძააააან ტეხავს". არა! არაფერი არ ტეხავს, მორჩა, ყველა ადამიანი ინდივიდი უნდა იყოს. ბიჭებო მოიხსენით დაძაბულობა, გაიღიმიეთ და მოეშვით, ასე გაცილებით კარგები იქნებით. გოგოებო, თქვენ კი მოდუნდით, სიგარეტით ვერ იქნებით სექსუალურები, იყავით გახსნილები და გულახდილები, ნუ იქნებით კომპლექსიანები და გააკეთეთ ის რაც თქვენ გინდათ რომ აკეთოთ ასე გაცილებით მოხიბლავთ მათ ვისი მოხიბვლაც გსურთ. მოკლედ მინდოდა ამ პოსტით მეთქვა რომ ცხოვრება ჩვენთან, ანუ ნორმალურ ხალხში ძალიან ლამაზი და საინტერესოა, რომ ის სავსეა ორიგინალურობებითა და უამრავი საინტერესო მოვლენით, ასე რომ გაბედეთ იყოთ განსხვავებულები და ეცადეთ რეალიზდეთ რეალობაში. მე არ ვარ ბებერი და ჭკუის მასწავლებელი. მეც თქვენნაირი ახალგაზრდა ვარ რომელსაც ძალიან უყვარს გართობაც კითხვაც გოგოც და ყველაფერს ისე ხალისით ვაკეთებ. ამავდროულად საერთოდაც არ ვარ დაძაბული. თქვენ ალბათ ბოლოს ასე იტყოდით:


- არაა?!

გსურთ კომენტირება ან აზრის გამოთქმა? მოიფიქრეთ ვიდეო–პრეზენტაცია და დაუკავშირდით რომელიმე მასპინძელს ან ადმინისტრატორს.
ვიდეო და დაწერილი აზრების გვერდებზე არსებული TOP-ვიდეოებისა და TOP-სტატიების ჩამონათვალი აჩვენებს მიმდინარე წელს გამოქვეყნებულ 10 ყველაზე ბევრჯერ დათვალიერებულ დაწერილ თუ ვიდეო აზრს.

ყოველ წელს „azrebi.ge“-ს აქვს ახალი რეიტინგული სია. საიტის სტუმრებს აქვთ საშუალება დაათვალიერონ წინა წლების რეიტინგები.


2011 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული დაწერილი აზრების რეიტინგები იხილეთ ბმულზე:>>

2011 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ვიდეო აზრების რეიტინგები იხილეთ ბმულზე:>>

2009-2010 წლებში გამოქვეყნებული დაწერილი აზრების რეიტინგები იხილეთ ბმულზე:>>

2009-2010 წლებში გამოქვეყნებული ვიდეო აზრების რეიტინგები იხილეთ ბმულზე:>>