სიმონ ჯანაშია

img


სიმონ ჯანაშია სტუდენტობის წლებიდან მუშაობდა სკოლაში ისტორიის მასწავლებლად. მაგისტრატურა განათლების სფეროში დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტში. შემდეგ ცნობილი სკოლის - გივი ზალდასტანის ამერიკული აკადემიის თბილისში ერთერთი დამაარსებელი მასწავლებელი იყო. ვარდების რევოლუციის შემდგომ, ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა განათლების რეფორმის პროექტ ილია ჭავჭავაძეში. მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, შეიქმნა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმა და სასკოლო სახელმძღვანელოების შეფასების ახალი სისტემა. ამჟამად განათლების რეფორმირების საკითხებზე, განათლების კვლევების განვითარებასა და განათლების მართვის სპეციალისტების მომზადებაზე მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

დაწერილი აზრები