დავიბადე 1983 წლის საშემოდგომო დღეღამსწორობის დროს. დავამთავრე ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ფილ. და სოც.მეცნ.ფაკ.-ი. 2007-2009 წლებში გავიარე ერაზმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამა ფილოსოფიაში. ვსწავლობდი ლუქსემბურგში, პრაღასა და ბოხუმში (გერმანიაშია ქალაქი ასეთი). სტუდენტობის დროს ვიყავი ისტორიის მასწავლებელი სკოლაში „21 საუკუნე", სადაც ამჟამადაც ვსაქმიანობ, ოღონდ სამოქალაქო განათლების მასწავლებლად. ვკითხულობ სემინარებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვარ ამავე უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის უფროსი.