ამ ადგილას ეპიგრაფად წამძღვარებულ გერმანულ გამოთქმას მინდა დავუბრუნდე. იქ კარგად არის აღწერილი ორი უცხო ადამიანის შეხვედრა, თუმცა შემთხვევითი არ არის ვითარება სადაც ეს შეხვედრა ხდება. ტყეში ადამიანს შიში აიძულებს წარმოიდგინოს ყველაზე არასასურველი სცენარი, რათა თავიდან აიცილოს პოტენციური საფრთხე. მართლაც დიდია იმის შანსი, რომ ტყეში ღამით შემხვედრი ადამიანი ყაჩაღი ან მკვლელი აღმოჩნდეს(რაც, რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ეს აუცილებლად ასე იქნება)....


